Страницы

სამოდელო გაკვეთილის გეგმა-ვებ გვერდი დამზადება-“ჩემი საყვარელი ადამიანები“


სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი
მაია ბოჭორიშვილი
საგანი
ისტ
კლასი
მეექვსე
საფეხური
დაწყებითი საფეხური
დრო
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
33 მოსწავლე; სსსმ არ არის
თემა
ვებ გვერდი დამზადება-“ჩემი საყვარელი ადამიანები“
გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული - ციფრული წიგნიერება
გაკვეთილის აქტუალობა
გაკვეთილზე განხილული თემა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
·         ისტ-ის გააზრებას, როგორც კომუნიკაციის ფართო საშუალებას
·         ისტ-ის გამოყენების ეთიკური ნორმების გამომუშავებას
·         სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები:
  • გაიაზრებენ ვებ გვერდის სტრუქტურასა და დიზაინის თავისებურებებს
  • გაიუმჯობესებენ  HTML-ზე მუშაობის უნარ-ჩვევებს
  • განივითარებენ შემოქმედებითობსა და ინოვაციური მიდგომების უნარებს
  • შექმნიან ციფრული პროდუქტს (ვებ გვერდი);
ესგ სტანდარტი
მიმართულება: ისტ-ის რესურსების შექმნა
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინფორმაციის და ციფრული მასალის შენახვისას, წაკითხვისას და გადაცემისას აფასებს მასალის ზომას და შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს;
მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში ციფრული მასალის შესაქმნელად;
·           იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს  
საჭირო წინარე  ცოდნა
ვებ-გვერდის ენის ელემენტები:
ü  HTML ენის სტრუქტურა (Head, Body)
ü  ტეგები და მათი განლაგება
ტექსტის დაფორმატება
ü  სათაური
ü  აბზაცი
ü  ჰორიზონტალური ხაზი
ტეგის ატრიბუტები
ü  ფერი
ü  ტექსტი
ü  სურათები
რესურსები და სასწავლო მასალა
·         სახელმძღვანელო:
1.      ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - ნ. ჯამასპიშვილი; გამომცემლობა - დიოგენე
·         კომპიუტერული ლაბორატორია - 13 კომპიუტერი,
·         პროექტორი სადემონსტრაციოდ
·         წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის Power Point-ში დამზადებული პრეზენტაცია
შეფასება
განმსაზღვრელი შეფასება (შეფასების რუბრიკები)
განმავითარებელი შეფასება
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (2წთ)
·         შევამოწმებ მოსწავლეთა დასწრებას
·         კლასს გავაცნობ გაკვეთილის მიზნებს და შეფასების რუბრიკებს

I ფაზა  - გამოწვევა (10წთ)
აქტივობა 1 -  წინარე ცოდნის გააქტიურება
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მეთოდი: კითხვა-პასუხი (საპრეზენტაციო პროგრამა)
ვებ გვერდის „ჩემი საყვარელი ადამინები“ შესაქმნელად გავიხსენებთ ვებ გვერდის დასამზადებლად საჭირო HTML ენის ელემენტებს, ტეგებსა და ბრძანებებს:
ü  Notepad პროგრამა
ü  ვებ გვერდის შემადგენელი ნაწილები (Head, title, Body)
ü  ტეგის ბრძანებები
<h1>; </h1> - შრიფტის ზომა
<br>; - ცარიელი სტრიქონი
<hr>;  - ჰორიზონტალური ხაზი
<p>; </p> - პარაგრაფი
<ol>; </ol> - დანომრილი სია
<ul>; </ul> - მარკირებული სია
<li>; - სიის ელემენტები
<body bgcolor>; - გვერდის ფერი
<img scr> - სურათის ჩასმა
ü  ფაილის შენახვა (Save, File name, Unicode,)

II ფაზა: შინაარსის რეალიზება (15წთ)
აქტივობა  2. ვებ გვერდის  დამზადება
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა
მეთოდი: წინასწარ შედგენილი ჯგუფები, რომლებსაც უკვე დანაწილებული აქვთ როლები (დიზაინი, ტექსტი, სურათები, ტეგები, პრეზენტატორი) მუშაობენ 
·         HTML-ისათვის საჭირო პროგრამა Notepad-ის გახსნა (Start-All Programs-Accessories - Notepad)
·         გვერდის დიზაინის (შრიფტის ზომა, ფერი, გასწორება გვერდზე, ცარიელი ადგილი, პარაგრაფი, გვერდის ფერი, მარკირება) განსაზღვრა
·         პროგრამის დაწერა HTML-ში
·         პროგრამაში ტექსტის შეტანა საჭირო ადგილას და წინასწარ განსაზღვრული დიზაინისათვის ტეგების დაწერა
·         სურათების  დამუშავება და განთავსება პროგრამაში

აქტივობა 3.  ნამუშევრების წარდგენა (პრეზენტაცია), (10წთ)
ორგანიზების ფორმა: ჯგუფის პრეზენტატორი
ლოკალური ქსელის საშუალებით საუკეთსო ნამუშევრებს ჯგუფები   წარმოადგენენ  აუდიტორიის წინაშე. მათ მიერ შექმნილ ვებ გვერდს ექნება ინტერნეტ ბრაუზერში ადაპტირებული ფორმა. ისინი ისაუბრებენ:
·         რა კრიტერიუმით შეარჩიეს მათი საყვარელი ადამიანი
·         როგორ შეესაბამება ტექსტი და დიზაინი არჩეულ თემას
·         ილუსტრაციების და ტექსტური მასალის  ინტეგრირების შესახებ
·         მათ მიერ შექმნილი ვებ გვერდის  არღვევს თუ არა ეთიკის ნორმებს
·         შეესაბამება თუ არა შექმნილი ციფრული მასალა მათ მიერ დასახულ მიზანს

III ფაზა - რეფლექსია (6წთ)
აქტივობა 4. შექმნილი  ვებ გვერდის „ჩემი საყვარელი ადამიანები“ განთავსება ბლოგზე (2წთ)
მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენ წინასწარ შედგენილი რუბრიკების მიხედვით
·         საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
·         ჯგუფური მუშაობის შეფასება

  


შეფასების რუბრიკები

ჯგუფური მუშაობის  შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა).

ქულები
კრიტერიუმები
1-2-3-4
  5-6
7-8
9-10
გუნდურობა/ორგანიზება
არაორგანიზებული ან ცუდად ორგანიზებული ჯგუფი, ვერ თანხმდებიან სამუშაოს შესრულების პრინციპზე; ვერ იცავენ დადგენილ ვადებს
ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც ძირითადად მისი ნახევარია აქტიური, ასრულებს განაწილებულ დავალებებს დადგენილ ვადებში
ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც წევრები მეტ-ნაკლები ჩართულობით, ასრულებენ განაწილებულ სამუშოს დადგენილ ვადებში
ორგანიზებული ჯგუფი, სადაც სამუშაო მკაფიოდაა განაწილებული ყველა ზუსტად ასრულებს დავალებას  დადგენილ ვადებში
პრობლემის გააზრება, ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, კვლევა
ჯგუფი ვერ აანალიზებს, ვერ იგებს მოცემულ დავალებას, ვერ აგროვებს ინფორმაციას, ვერ უკეთბს ორგანიზებას კვლევას
ჯგუფი ზოგადად იგებს მოცემულ დავალებას, მოიპოვებს მწირ, შეუმოწმებელ ინფორმაციას, ცუდად აკეთებს ორგანიზებას, იკვლევს მხოლოდ ზედაპირულად
ჯგუფი ზუსტად იგებს, აანალიზებს მოცემულ დავალებას, მოიპოვებს ვრცელ სანდო ინფორმაციას, ახერხებს ორგანიზებას, კვლევს.
ჯგუფი მკაფიოდ იგებს, აანალიზებს მოცემულ დავალებას; მოიძიებს ამომწურავ ინფორმაციას (შესაძლებლობის ფარგლებში). უკეთებს მას ორგანიზებას, კვლევას, წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზებს
წარმოდგენა/პრეზენაცია
ჯგუფი ვერ წარმოადგენს ნამუშევარს
ჯგუფის ნამუშევარი სუსტადაა გააზრებული, ჩამოყალიბებული, ვიზუალურად გაფორმებული, ენობრივად მეტ-ნაკლებად გამართული, მისი წარმოდგენა შეუძლია ჯგუფის წევრთა მცირე ნაწილს ან ერთ წევრს
ჯგუფის ნამუშევარი კარგადაა გააზრებული, ჩამოყალიბებული, ვიზუალურად გაფორმებული, ენობრივად გამართული, მისი წარმოდგენა შეუძლია ჯგუფის წევრთა დიდ უმრავლესობას
ჯგუფის ნამუშევარი გააზრებული, ჩამოყალიბებული, ვიზუალურად გაფორმებული, შინაარსში ენობრივად გამართულია, მისი წარმოდგენა შეულია ჯგუფის ნებისმიერ წევრს





საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

შედეგები
კრიტერუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
აქტიური მონაწილეობა
არ მონაწილეობს გაკვეთილების პროცესში
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება
აქტიურია, კონსტრუქციული და პროდუქტული
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს სახუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი
კონცეტრირდება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებული სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვის აზრს, აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვის აზრს, ან უსმენს მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები
უსმენს სხვის აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
ყურადღების ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია


გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებზე დაკვირვებით ნათლად ჩანს თუ რამდენად დიდია გლობალური ქსელი გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე. სულ უფრო მოთხოვნადი ხდება კომპიუტერული მეცნიერებები და მულიტიმედია საშუალებების ფლობა. მეექვსე კლასის სახელმძღვანელოში განხილული HTML-ის ელემენტარული ტეგები და ბრძანებების ენა იძლევა საშულებას, რომ მოსწავლეები დაუახლოვდნენ და დაინტერესდნენ კომპიუტერული დაპროგრამების ენების შესწავლით. სამოდელო გაკვეთილზე განხილული თემა ვებ გვერდის „ჩემი საყვარელი ადამიანები“ შექმნა HTML-ში იქნება საუკეთესო საშულება მოტივაციის ასამაღლებლად, რათა ისინი დაინტერესდნენ დაპროგრამების თანამედროვე ენებით. 
2019 წლის 7 ივნისს ჩავატარე გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი მეექვსე კლასში. ესგ-დან გამომდინარე გამჭოლი კომპეტენციებიდან შევარჩიე ციფრული წიგნიერება. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზნები და ჯგუფური მუშაობის, გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების კრიტერუმები.
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება მოვახდინე ფრონტალური კითხვების მეშვეობით. მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით შევახსენე წინა გაკვეთილებზე შესწავლილი HTML-ის ენის ნაწილები (Head, body, title) , ტეგები (<body bgcolor>, <h1>, <br>, <hr>, <p>, <ol>, <ul>, <li>, <img scr> და ბრძანებები (save, file name, Unicode), რომლებიც შეიძლება დასჭირდეთ გაკვეთილის მიზნის მისაღწევად.
გაკვეთილი გავაგრძელეთ შინაარსის რეალიზებით. წინასწარ შედგენილ ჯგუფებს დამოუკიდებლად არჩეული ჰქონდათ მათთვის საყვარელი ადამიანები (ლიონელ მესი, ჯიმ ქერი, ილია სულამანიძე, ჯენიფერ ლოპესი, ვან დეიკი), რომლებზედაც აპირებდნენ სამუშაოს შესრულებას. ჯგუფში სამუშაო გადანაწილებული იყო. თითოეული მოსწავლე პასუხისმგებელი იყო ჯგუფის წინაშე მათზე დაკისრებული (ფოტო მასალა, ტექსტი, დიზაინი, პროგრამისტი, პრეზენტატორი) სამუშაოს შესრულებაზე. ჯგუფის მონაწილეები  აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში და კლასში თითქმის არ იყო არც ერთი პასიური მოსწავლე. მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას.
გაკვეთილი გავაგრძელეთ პრეზენტაციით. ლოკალური ქსელის და პროექტორის საშუალებით მოვახდინეთ შექმნილი ვებ გვერდების ჩვენება. პრეზენტატორები სიამოვნებით საუბრობდნენ მათი საყვარელი ადამიანების, ვებ გვერდის დიზაინის თუ შინაარსის შესახებ:
·      რა კრიტერიუმით შეარჩიეს მათი საყვარელი ადამიანი
·      როგორ შეესაბამება ტექსტი და დიზაინი არჩეულ თემას
·      ილუსტრაციების და ტექსტური მასალის  ინტეგრირების შესახებ
·      მათ მიერ შექმნილი ვებ გვერდის  არღვევს თუ არა ეთიკის ნორმებს
·      შეესაბამება თუ არა შექმნილი ციფრული მასალა მათ მიერ დასახულ მიზანს
 ყოველთვის ვცდილობ ხელი შევუწყო მოსწავლეებში კოგნიტური, შემოქმედებითი  და კრეატიული უნარების განვითარებას.
მიმაჩნია, რომ გაკვეთილი სასარგებლო იყო ჩემი მოსწავლეებისთვის, რადგან  გაკვეთილის მიზანმა მათ დაანახა გლობალური ქსელის მნიშვნელობა და დაპროგრამების ენების შესაძლებლობები.  ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს მათ მიერ დაგეგმილ გაკვეთილებში აქტიურად ჩართონ  აქტივობები ისტ-ის გამოყენებით.
გაკვეთილი წარმატებული იყო სხვადასხვა კომპონენტში, შექმნილი იყო ურთიერთპატივისცემის გარემო. ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო ეფექტური კომუნიკაცია.
ვფიქრობ, გაკვეთილის ეფექტურობა განაპირობა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებამ, მათთვის საინტერესო ადამიანების შესახებ ვებ გვერდის დამზადების შეთავაზებამ.
მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო მიზნებს მივაღწიე, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი დრო მიმეცა ჯგუფებისათვის, რათა მეტი ინფორმცია და ვიზუალური მასალა მოეპოვებინათ.
ბოჭორიშვილი მაია
11/06/2019წ.

 
                       

Комментариев нет:

Отправить комментарий