Страницы

გარე დაკვირვება - სარჩევი ტექსტურ რედაქტორში


ჰიპერბმული უკუკავშირისათვის
https://docs.google.com/forms/d/1Y7vdQ3FT8qk1iIi1OdbV0EOe_VxqExl4H_AV3UmuNuM/edit#responses

გარე დაკვირვება - სარჩევი ტექსტურ რედაქტორში

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა N3, თარიღი 17/12/2019
მასწავლებლის სახელი, გვარი - მაია ბოჭორიშვილი
პირადი ნომერი: 41001008471
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი - დაწყებითი საფეხური/6 კლასი
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 23 მოსწავლე(კლასში სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა:  სარჩევი ტექსტურ რედაქტორში 
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ შეარჩიონ ტექსტური რედაქტორის რომელი ინსტრუმენტია ადეკვატური სარჩევის შესაქმნელად, განსაზღვრონ სარჩევის სტილი.  პრაქტიკულად განახორციელონ სარჩევის შექმნა. დამოუკიდებლად და შემოქმედებითად განსაზღვრონ ტექსტის დიზაინი და ორგანიზების ფორმები.
გაკვეთილის თემის და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის მიზანი შესაბამისობაშია მისაღწევ შედეგებთან საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.
·      ის.ტექნ.დაწყ.2. ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს
·   ის.ტექნ.დაწყ.3. იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას
·   ის.ტექნ.დაწყ.4. აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას
 თემატურად გაკვეთილის გეგმა შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.
გაკვეთილის გეგმა N3, თარიღი 17/12/2019

მასწავლებლის სახელი, გვარი - მაია ბოჭორიშვილი
პირადი ნომერი: 41001008471
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი - დაწყებითი საფეხური/6 კლასი
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 23 მოსწავლე(კლასში სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა:  სარჩევი ტექსტურ რედაქტორში 
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ შეარჩიონ ტექსტური რედაქტორის რომელი ინსტრუმენტია ადეკვატური სარჩევის შესაქმნელად, განსაზღვრონ სარჩევის სტილი.  პრაქტიკულად განახორციელონ სარჩევის შექმნა. დამოუკიდებლად და შემოქმედებითად განსაზღვრონ ტექსტის დიზაინი და ორგანიზების ფორმები.
გაკვეთილის თემის და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის მიზანი შესაბამისობაშია მისაღწევ შედეგებთან საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.
·      ის.ტექნ.დაწყ.2. ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს
·   ის.ტექნ.დაწყ.3. იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას
·   ის.ტექნ.დაწყ.4. აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას
 თემატურად გაკვეთილის გეგმა შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები

დრო (წთ)
1
 აქტივობა
საორგანიზაციო მხარე და მიზნის გაცნობა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობის აღწერა:  გაკვეთილი იწყება მოსწავლეებთან მისალმებით და დასწრების აღრიცხვით. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები გაეცნობიან  ახალი გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა და შეფასების ფორმებს. ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს მობილიზებაში და შეძლებენ თავად შეაფასონ თავიანთი პასუხები
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
პრეზენტაცია Power Point
პრეზენტაცია დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის  უკეთ აღქმაში და გააზრებასა და ყურადღების კონცენტრირებაში.


2წთ
2



აქტივობა
წინარე ცოდნის გააქტიურება
კოგნიტური სქემის დახმარებით - „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა შემზადება ახალი მასალის ასათვისებლად.
 აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურება იწყება  ფლიპჩარტზე განთავსებული კოგნიტური სქემის „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ შევსებით. მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში ავსებენ სქემის პირველ და მეორე სვეტს. ისინი საუბრობენ მათი საყვარელი პოეტის  შესახებ, პასუხობენ  მის გარშემო დასმულ და აგრეთვე  სლაიდზე დატანილ კითხვებს, რომლებშიც მოცემულია ისტ-ის გაკვეთილებზე განვლილი მასალა. გაიხსენებენ: Word-ის მენიუს, შრიფტების, პარაგრაფების ჩანართებს.
კითხვა-პასუხი

მთელ კლასთან
·    ფლიფჩარტი.
·    მარკერი
·    პრეზენტაცია
Power Point-ში.
სლაიდები და ფლიფჩარტზე მოთავსებული კოგნიტური სქემა დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის  უკეთ აღქმაში . გაზრდის  სწავლის ეფექტურობას. პრეზენტაციის ვიზუალური მხარე მოსწავლეებს გახდის უფრო მობილიზებულებს  და ხელს შეუწყობს სწრაფ და დამოუკიდებელ აზროვნებაში.
5 წთ
3



აქტივობა: ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი:
აქტივობის მიზანია ტექსტური რედაქტორის შესაძლებლობების სიღრმისეული  შესწავლა და მისი ეფექტური და მიზნობრივი გამოყენება
აქტივობის აღწერა:
 საპრეზენტაციო პროგრამის შესაბამის სალაიდზე მოთავსებულია სარჩევისათვის  განკუთვნილი ჩანართის ახალი ბრძანებების ქართული თარგმანები, რომელსაც მოსწავლეები იწერენ რვეულში. ასევე ხატოვნადაა მოცემული Word-ის ფანჯარაში References მენიუს Table of Contents ჩანართის ადგილი მენიუს ზოლში
·   ვერბალური ახსნა
·   ჩანაწერების გაკეთება
საერთო საკლასო
·    პრეზენტაცია
·    ისტ-ის რვეული
ეფექტური პრეზენტაცია და კარგად გაკეთბული ჩანაწერები ხელს უწყობს ახალი მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას
·         პროექტორ
10
4



აქტივობა:  საკლასო სამუშაო
აქტივობის მიზანი: ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა, ისწავლიან ტექსტის რედაქტირებას,  ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას და გაიუმჯობესებენ კომპიუტერულ მარტივ ჩვევებს, გამოიყენებენ „ცხელ კლავიშებს“.
აქტივობის აღწერა: წყვილები მუშაობენ Word-ის ფაილში. შეაქვთ მათი საყვარელი პოეტის ლექსები ან კლავიატურიდან, ან ინტერნეტიდან. ვისაც დავალება არ აქვს მოძებნილი, მათთვის საერთო საქაღალდეში მოთავსებულია ფაილი სახელით „ტექსტი“, სადაც წინასწარ არის გამზადებული ვაჟა-ფშაველას ლექსები.
ბავშვები ამზადებენ სარჩევს  შესწავლილი მასალიდან გამომდინარე. სარჩევის პირველ მონაცემს ადგენს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად. დანარჩენებზე მუშაობენ მოსწავლეები დამოუკიდებლად. ახდენენ სარჩევის განახლებას. დროის დარჩენის შემთხვევაში ისინი მუშაობენ ტექსტის დიზაინზე და წინა გაკვეთილებზე დაგროვილი ცოდნის განმტკიცებაზე.
თანამშრომლობითი
წყვილები
·   კომპიუტერი.
·   წინასწარ მომზადებული მასალა ტექსტურ რედაქტორში, რათა თავიდან ავიცილოთ დროის დანაკარგი.
·   ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად
23
5
აქტივობა: უკუკავშირი - შეფასება აქტივობის მიზანი: ეფექტური და ობიექტური განმავითარებელი და განმსაზღვრელი უკუკავშირი მოსწავლეებში და მასწავლებელშიც ზრდის მოტივაციას და კარგი საშუალებაა თვითგანვითარებისათვის
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები შეფასდებიან როგორც საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის -  განმავითარებელი, ისე წყვილებში მუშაობის -  განმსაზღვრელი შეფასებით. შევავსებთ კოგნიტური სქემის დარჩენილ სვეტებს და Google-ის ფორმებში წინასწარ მომზადებულ ანონიმური გამოკითხვის ფორმას, რომელიც საშუალებას მომცემს შემდეგი გაკვეთილი დავგეგმო მოსწავლეთა საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე
კითხვა-პასუხი
·      საერთო საკლასო
·      ინდივიდუალური
·      შეფასების რუბრიკები
·      Google-ის ფორმები,
საერთო საქაღალდეში დევს ანონიმური გამოკითხვისათვის საჭირო ბმული, რომელსაც მოსწავლეები ავსებენ
·      პროექტორი
3
6
აქტივობა - საშინაო დავალება  აქტივობის მიზანი: გაიხსენონ გრაფიკული რედაქტორი(paint) და გრაფიკულ გამოსახულებებთან მუშაობა. მათი ჩასმა, ამოაჭრა და კოპირება ფაილში
აქტივობის აღწერა: მომდევნო გაკვეთილისათვის, თემაზე „გრაფიკული გამოსახულებები ტექსტურ რედაქტორში“, სამუშაოდ. შეარჩიონ  დღეს შექმნილი ტექსტისათვის  შესაბამისი გრაფიკული გამოსახულება
დამოუკიდებელი მუშაობა
ინდივიდუალური

2

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·         პრობლემის გადასაჭრელად ადეკვატურად შეარჩიონ ტექსტური რედაქტორის შესაძლებლობები
·         ეფექურად განსაზღვრონ მათი დიზაინი
·         ციფრული საშუალებების შესაძლებლობების შეფასებას
·         შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევას პრობლემის გადაჭრისათვის
·         შემოქმედებითი უნარების განვითარებას
·         ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას
·         ინფორმაციის შენახვის ორგანიზებას

შეფასება:
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

შედეგები
კრიტერუმები
სუსტი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
აქტიური მონაწილეობა
არ მონაწილეობს გაკვეთილების პროცესში
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება
აქტიურია, კონსტრუქციული და პროდუქტული
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს სახუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი
კონცეტრირდება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებული სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვის აზრს, აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვის აზრს, ან უსმენს მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები
უსმენს სხვის აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
ყურადღების ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია
წყვილებში  მუშაობის შეფასების რუბრიკა (მაქსიმალური ქულა 10)


კრიტერიუმები
ნაწილობრივ
სრულად
წყვილის ორივე წევრი ჩართულია
1
2
წყვილის წევრები უსმენენ ერთმანეთს
1
2
წყვილი ამოიცნობს  მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნას
1
2
წყვილი პასუხობს შეკითხვებს
1
2
წყვილი იცავს დროის ლიმიტს
1
2



Комментариев нет:

Отправить комментарий