Страницы

რესურსი - კაცობრიობა "თავის უფლების" ძიებაში


რესურსი - "კაცობრიობა თავისუფლების ძიებაში"

https://drive.google.com/file/d/1iicDA6WXCGdymFRBlstUny73ub9vpv9K/view?usp=sharing



სასწავლო რესურსი
თემა - კაცობრიობა „თავის უფლებების“ ძიებაში
   რეფლექსია
სამოქალაქო განათლების სწავლების პრიორიტეტებია: ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდა. ის ხელს უწყობს მოქალაქისათვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენას, რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
საგაკვეთილო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალური, თვალსაჩინო მასალის გამოყენებას, ამიტომ გადავწყვიტე დამხმარე ვიზუალური მასალით გაკვეთილის გამდიდრება, მოსწავლის დაინტერესება, რათა მოსწავლე გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრებას და ცოდნის დაგროვებასთან ერთად, შეძლოს ამ ცოდნის აღქმა, გაგება და გამოყენება.
       ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი ეს არის ვიზუალური  მასალა, ადამიანის უფლებების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია დავამზადე პროგრამა power point-ში და სლაიდებზე განთავსებული მაქვს ფოტომასალები და  ინფორმაციები და ტესტები
https://learningapps.org/display?v=pnma23qcj19
სასწავლო რესურსის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა:
     სამოქალაქო განათლება
     მიმართულება: პიროვნული განვითარება
მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
მოქ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
სლაიდებზე განთავსებული მასალები აღწერს რა გზა გაიარა კაცობრიობამ ადამიანის უფლებების დაცვისათვის.
ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ზრდის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს შესასწავლი საკითხის მიმართ, ჩართულობას. გარდა ამისა, ვთვლი, რომ რესურსის გამოყენებით სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
რესურსი მრავალჯერადია. იგი ხელს უწყობს 21- საუკუნის უნარ-ჩვევების, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთთანამშრომლობის, შემეცნებითი უნარის განვითარებას. მოსწავლე ინტერესდება და თავად შეეცდება გაიღრმაოს ცოდნა ადამიანის თავისუფლების შესახებ.
აღნიშნული რესურსი ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლებისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ.


Комментариев нет:

Отправить комментарий