მასწავლებელი:
|
მაია ბოჭორიშვილი
|
საგანი:
|
სამოქალაქო განათლება
|
კლასი:
|
X
|
დრო:
|
45 წუთი
|
თემა:
|
მმართველობა
და თვითმმართველობა
სახელმწიფოთა ტიპები
|
მოსწავლეთა პროფილი:
|
24 მოსწავლე. განსაკუთრებულ
მიდგომებს არ საჭიროებს არც ერთი მოსწავლე.
|
გაკვეთილის მიზანი:
|
·
მოსწავლეები განასხვავებენ სახელმწიფოთა ტიპებს მმართველობის,
ტერიტორიული მოწყობის და პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით.
·
იმსჯელებენ სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვა ტიპების
უპირატესობებზე
|
ესგ-ის სტანდარტი:
|
მოქ.X.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო
მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი
·
გამოთქვამს საკუთარ აზრს დემოკრატიულობასა და სუვერენულობის
შესახებ;
·
შეისწავლოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის თანამედროვე
სისტემას; ადარებს საქართველოს წარსულში არსებულ მმართველობის სისტემებს დემოკრატიულობის
თვალსაზრისით
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
|
·
მმართველობისა და ტერიტორიული
მოწყობის საფუძვლები
·
დემოკრატიისა და რეჟიმების
ისტორიის საფუძვლები
·
ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარი
·
კონტურულ რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევები;
·
ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა
|
შეფასება და თვითშეფასება
|
·
განმსაზღვრელი,
·
განმავითარებელი.
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
|
·
სახელმძღვანელო: სამოქალაქო განათლება X კლასი; ავტორები: ტ. ბრეგვაძე, ი.პეტრიაშვილი, ნ.ტალახაძე,თ ქალდანი;
გამომცემლობა „სიდი“
·
სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო; ნ.ერემაშვილი,ლ.ახვლედიანი
·
პრეზენტაცია
·
კონტურული
რუკები;
·
დაფა;
·
საწერკალამი;
·
ფურცლები;
|
გაკვეთილის მსვლელობა/მენეჯმენტი:
|
აქტივობა
1. გაკვეთილის თემა (2 წუთი)
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის
თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს:
I ფაზა: გამოწვევა
მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობა
1. კითხვა-პასუხი (7 წუთი).
ფრონტალური კითხვებით გავიხსენებთ
წინა წლებში გეოგრაფიის, ისტორიის
და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე განვლილ მასალას სახელმწიფოთა ტიპებისა და მოწყობის შესახებ.
აქტივობა 2. ჯგუფური მუშაობა (3 წთ).
წინასწარ დაყოფილ 3 ჯგუფს
ვუნაწილებ მსოფლიო პოლიტიკური რუკის
კონტურს. თითოეული ჯგუფი მათთვის განკუთვნილ რუკაზე მონიშნავს ქვეყნებს მმართველობის, ტერიტორიული
მოწყობის და პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით.
აქტივობა
2. ტერმინოლოგის განმარტებები (3წთ)
საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით ვახდენთ ტერმინოლოგიის განმართებებს
II ფაზა:
შინაარსის რეალიზება
აქტივობა 3. ტექსტზე მუშაობა
ჯგუფებში (12 წთ).
მიზანი:
·
მოსწავლეები
ტექსტისა და კონტურული რუკის საშუალებით მოახდენენ საქართველოს მმართველობის, ტერიტორიული
მოწყობისა და პოლიტიკური რეჟიმის მიხედვით
სხვა ქვეყნებთან იდენტიფიცირებას.
·
იმსჯელებენ მართვა-გამგეობის რომელი ფორმა მოწონთ
და რატომ?
·
დაასაბუთებენ მათგან აღიარებული ფორმის დადებით და
უარყოფით მხარეებს
I ჯგ. დავ.1. სახელმწიფოთა
ტიპები მმართველობის ფორმის მიხედვით
II ჯგ. დავ.2.
სახელმწიფოთა ტიპები მოწყობის ფორმის მიხედვით
III ჯგ. დავ.
3. სახელმწიფოთა
ტიპები პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით
აქტივობა 4. ჯგუფების
მიერ ნამუშევრების წარმოდგენა (პრეზენტაცია) (12 წთ).
მიზანი:
·
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განმტკიცება.
·
საკუთარი კრიტიკული აზრის დაცვის უნარი
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს
დავალების მათთვის განკუთვნილ ვერსიას. პრეზენტატორი შეეცდება არგუმენტირებულად
დაიცვას ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები
III ფაზა
რეფლექსია (3 წთ).
აქტივობა 5. საშინაო დავალება
მიზანი
·
ტექსტის კვლევა. კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება
·
ესსეს წერის კულტურის ამაღლება
მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაურიგდებათ ილია ჭავჭავაძის სტატია „ცხოვრება და კანონი“.
სტატიის კვლევის შედეგად დაწერენ ესსეს „რატომ
მიაჩნია ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფოს დეცენტრალიზებული მმართველობის პრინციპების
შემოღება ქვეყნის წინსვლის ძირითადი მაჩვენებელი“
|
შეფასება
|
მოსწავლეების შეფასებას მოვახდენ წინასწარ შედგენილი
შეფასების რუბრიკების მიხედვით. ( 3 წთ
).
·
ჯგუფური მუშაობის შეფასება
·
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა
|
ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
10-9(ძალიან კარგი)
|
8-7(საშუალო)
|
6-5(დაბალი)
|
1-4(ცუდი)
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად იყო ოგრანიზებული; ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად
და თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები
არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარბის უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად
პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ
წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა
თანამშრომლობითი გარემო
|
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა (აქტივობა)
შედეგები
|
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
აქტიური მონაწილეობა
|
არ
მონაწილებს
გაკვეთილის პროცესში
|
არ არის ჩართული
|
პერიოდულად ერთვება
|
აქტიურია,
კონსტრუქციული
და პროდუქტიული
|
აზრების დამოუკიდებლად
გამოთქმა
|
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
გამოთქვამს საკუთარ აზრებს
|
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი
|
კონცენტრირდება
სამუშაოზე
|
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
|
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება ყურადღება
|
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
მთელი გაკვეთილის განმავლობაში
კონცენტრირებულია
სამუშაოზე
|
სხვისი აზრების
მოსმენა და პატივისცემა
|
არ უსმენს სხვის აზრს,აწყვეტინებს
საუბარს
|
ყოველთვის არ
უსმენს სხვის
აზრს, ან უსმენს,
მაგრამ აქვს
არაადდეკვატური
რეაქციები
|
უსმენს სხვის აზრებს და ცდილობს იყოს
კორექტული
|
ყურადღებით ისმენს
სხვების აზრებს აანალიზებს და კორექტულია
|
მომწონს. ამ პრეზენტაციის მიხედვით ჩვენც გვაქვს შანსი შევიდეთ ნატოსა და ევროკავშირში
ОтветитьУдалить