Страницы

კლუბი "მოაზროვნე"

კლუბის   „მოაზროვნე“ წევრობის განაცხადის ფორმა 

სახელი, გვარი 
----------------------------------------------------------------------------------------------------------- 
 დაბადების თარიღი(წელი, თვე, რიცხვი)
 --------------------------------------------------------------------------------------------------------- 
 რომელი სკოლის მოსწავლე ხართ?
 ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 
საიდან გაიგეთ კლუბის შექმნის იდეა?
----------------------------------------------------------------------------------------------------------- 
რა მოლოდინები გაქვთ კლუბში მონაწილეობის შედეგად?
----------------------------------------------------------------------------------------------------------- 
როგორ ფიქრობთ, კლუბში მიღებული ცოდნა გააუმჯობესებს თუ არა თქვენს განათლებას?
------------------------------------------------------------------------------------------------------------



კლუბის სახელწოდება „მოაზროვნე“და ატრიბუტიკა






ინტელექტუალურ-შემეცნებითი კლუბის „მოაზროვნე“ წესდება

მუხლი 1. ინტელექტუალურ-შემეცნებითი კლუბის „მოაზროვნე“ მიზნები და ამოცანები
კლუბის „მოაზროვნე“ მთავარი მიზანია:
·         განათლებისათვის წიგნის როლის  პოპულარიზაცია მოსწავლეებში
·         კითხვის სტრატეგიების უნარ-ჩვევების გამომუშავება და გამოყენება
·         გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება
·         კითხვისა და მოსმენის კულტურის ჩამოყალიბება და ამაღლება
·         დამოუკიდებლად განათლების მიღების უნარ-ჩვევებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება
·         განათლების განვითარებისა და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა
·         მოსწავლეების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაში.
       მუხლი 2. კლუბის წევრი
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოღქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს; იზიარებს კლუბის მიზნებს; წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის საქმიანობის ეფექტურიად წარმართვის მიზნით
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავსოს კლუბის წევრობის ანკეტა
კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს, ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობები
კლუბის წევრს უფლება აქვს:
·         მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
·         შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამის შედგენაში
·         მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის საინიციატივი ჯგუფისა  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
·         ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
კლუბის წევრი  მოვალეა:
·         დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
·         გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
·         აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
                           
მუხლი 3.  შეხვედრების ორგანიზება და ჩატარების წესები

კლუბის საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფი კურატორთან შეთანხმებით; კლუბში ჯგუფები იქმნება ნებაყოფილობით საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან. ჯგუფი შედგება ექვსი მონაწილისაგან. წინასწარ არის დაგეგმილი შეხვედრების რაოდენობა,  დრო და თემები. კითხვებს ადგენს კურატორი კონფიდენციალურობის გათვალისწინებით. თითოეულ კითხვას მოსაფიქრებლად ეთმობა ერთი წუთი. თითოეულ შეხვედრაზე გათვალისწინებულია 12 შეკითხვა. ნაწილი არის თემატური, ნაწილი ლოგიკური კითხვები. ყოველი სადაო შეკითხვა და პასუხი განხილული იქნება საინიციატივო ჯგუფში. გამარჯვებულ ჯგუფს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები. 



სსიპ ქალაქ ტყიბულის N1 საჯარო სკოლის
ინტელექტუალურ-შემეცნებითი
კლუბის „მოაზროვნე“ 2017-2018 სასწავლო წლის
სამუშაო  გეგმა


კლუბში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება შვიდი შეხვედრა, ქვემოთ მოცემულ თემების გამოყენებით


თვე
თემა
თემასთან დაკავშირებული კითხვების რაოდენობა
ლოგიკური კითხვა
ოქტომბერი
გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“
8 კითხვა
4 კითხვა
ნოემბერი
დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, „გურჯი ხათუნი“
8 კითხვა
4 კითხვა
დეკემბერი
ლუიჯი პირანდოლო „სპარტაკი“
8 კითხვა
4 კითხვა
თებერვალი
საქართვლოს ისტორია 1918-1921 წლები
8 კითხვა
4 კითხვა
მარტი
ზუზაკი მარკუსი „წიგნის ქურდი“
8 კითხვა
4 კითხვა
აპრილი
ანა ფრანკი „ანა ფრანკის დღიური“
8 კითხვა
4 კითხვა
მაისი
ფინალური შეხვედრა

12 კითხვა


კლუბის კურატორი
სსიპ ქალაქ ტყიბულის N1 საჯარო სკოლის
მასწავლებელი - მაია ბოჭორიშვილი


კლუბში  "კინომანები" არჩეული ფილმების ნახვა და დებატების და დისკუსიის მოწყობა
"მოქალაქე კეინი"
"ჯანგო"
"თორმეტი განრისხებული მამაკაცი"
"გოგონა მილიონ დოლარად"


Комментариев нет:

Отправить комментарий