გაკვეთილის თემა: სქოლიო ტექსტურ
რედაქტორში
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებისათვის ტექსტურ რედაქტორში
სქოლიოს დამზადების პრინციპის გაეცნობა. კვლევის,
ინფორმაციის მოძიების და სანდოობის დადგენის უნარ-ჩვევის განივითარება. ისტ-ის როლის მნიშვნელობა საგანთა შორის კავშირებისათვის. ტრანსფერის უნარის გამომუშავება.
გაკვეთილის თემის
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის მიზანი
შესაბამისობაშია მისაღწევ შედეგებთან საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.
·
ის.ტექნ.დაწყ.2.
ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს
·
ის.ტექნ.დაწყ.2. აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული
უზრუნველყოფის დანიშნულებას და ფუნქციებს. ეფექტურად იყენებს ძირითად ფუნქციებს.
·
ის.ტექნ.დაწყ.3. ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს
გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების
შერჩევა და გამოყენება
·
ის. ტექნ.დაწყ.3. მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისათვის
იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე
თემატურად გაკვეთილის გეგმა შეესაბამება სასწავლო
წლის მოცემულ პერიოდს.
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობა
საორგანიზაციო მხარე და მიზნის გაცნობა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობის აღწერა: გაკვეთილს იწყება მოსწავლეებთან მისალმებით და დასწრების აღრიცხვით. გაკვეთილის დასაწყისში კლასი ეცნობა ახალი გაკვეთილის თემას,
მიზნებს, აქტივობებსა და შეფასების ფორმებს.
ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს მობილიზებაში და შეძლებენ თავად
შეაფასონ თავიანთი პასუხები
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
პრეზენტაცია
Power Point
პრეზენტაციის
დროს გამოყენებული თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის უკეთ აღქმაში და გააზრებაში. პრეზენტაცია დაეხმარება
მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრირებაში.
|
2წთ
|
2
|
აქტივობა
წინარე ცოდნის გააქტიურება
კოგნიტური
სქემის დახმარებით - „ვიცი, მინდა ვიცოდე,
გავიგე“
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა შემზადება ახალი მასალის ასათვისებლად.
აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურება იწყება ფლიპჩარტზე განთავსებული კოგნიტური სქემის „ვიცი,
მინდა ვიცოდე, გავიგე“
შევსებით. მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში
ავსებენ სქემის პირველ და მეორე სვეტს.
ისინი სუბრობენ საშინაო დავალებისათვის მოძიებული ლექსიკონების შესახებ, პასუხობენ მის გარშემო დასმულ და აგრეთვე სლაიდზე დატანილ კითხვებს, რომლებშიც მოცემულია
ისტ-ის გაკვეთილებზე განვლილი მასალა. გაიხსენებენ: Word-ის მენიუს, შრიფტების,
პარაგრაფების ჩანართებს.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
·
ფლიფჩარტი.
·
მარკერი
·
პრეზენტაცია
Power
Point-ში.
სლაიდები და ფლიფჩარტზე
მოთავსებული კოგნიტური სქემა დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის უკეთ აღქმაში . გაზრდის სწავლის ეფექტურობას. პრეზენტაციის ვიზუალური
მხარე მოსწავლეებს გახდის უფრო მობილიზებულებს და ხელს შეუწყობს სწრაფ, ა დამოუკიდებელ აზროვნებაში
·
პროექტორი
|
5 წთ
|
3
|
აქტივობა: ახალი
მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი:
აქტივობის მიზანია ტექსტური რედაქტორის შესაძლებლობების
სიღრმისეული შესწავლა და მისი ეფექტური და
მიზნობრივი გამოყენება
აქტივობის აღწერა:
საპრეზენტაციო პროგრამის შესაბამის სალაიდზე მოთავსებულია
სქოლიოსთვის განკუთვნილი ჩანართის ახალი
ბრძანებების ქართული თარგმანები, რომელსაც მოსწავლეები იწერენ რვეულში. ასევე ხატოვნადაა
მოცემული Word-ის
ფანჯარაში References მენიუს
Footnotes
ჩანართის Insert
Footnotes და Insert Endnote ბრძენებების ადგილი მენიუს
ზოლში
|
·
ვერბალური ახსნა
·
ჩანაწერების გაკეთება
|
საერთო საკლასო
|
·
პრეზენტაცია
·
ისტ-ის რვეული
ეფექტური
პრეზენტაცია და კარგად გაკეთბული ჩანაწერები ხელს უწყობს ახალი მასალის ხანგრძლივი
დროით დამახსოვრებას
·
პროექტორი
|
10
|
4
|
აქტივობა: საკლასო სამუშაო
აქტივობის მიზანი:
ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა განივითარონ კრიტიკული
აზროვნების უნარ-ჩვევა, ისწავლონ ტექსტის რედაქტირება, ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და გაიუმჯობესონ
კომპიუტერული მარტივი უნარ-ჩვევები, ეფექტურად გამოიყენონ „ცხელი კლავიშები“.
აქტივობის აღწერა:
წყვილებისათვის განკუთვნილ კომპიუტერის საერთო საქაღალდეში
მოთავსებულია მათთვის ნაცნობი ტექსტი ქართული
ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან,
სადაც მათ შეუძლიათ გააკეთონ მათთვის უცნობი სიტყვების განმარტებები სქოლიოში. ასევე
მიუთითონ წინასწარ მონიშნული სიტყვების განმარტებები. განმარტებებისათვის მათ უნდა
ისარგებლონ გლობალურ საინფორმაციო სივრცეში მოთავსებული განმარტებითი ლექსიკონებით,
მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და გადაამოწონ
მისი სანდოობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.
|
თანამშრომლობითი
|
წყვილები
|
·
კომპიუტერი.
·
წინასწარ მომზადებული მასალა ტექსტურ რედაქტორში,
რათა თავიდან ავიცილოთ დროის დანაკარგი.
·
ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად
|
23
|
5
|
აქტივობა: უკუკავშირი
- შეფასება აქტივობის მიზანი: ეფექტური
და ობიექტური განმავითარებელი და განმსაზღვრელი უკუკავშირი გამოყენება მოტივაციისა
და თვითგანვითარებისათვის
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები შეფასდებიან როგორც საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობის - განმავითარებელი, ისე წყვილებში
მუშაობის - განმსაზღვრელი შეფასებით. შევავსებთ
კოგნიტური სქემის დარჩენილ სვეტებს და Google-ის
ფორმებში წინასწარ მომზადებულ ანონიმური გამოკითხვის ფორმას, რომელიც საშუალებას
მომცემს შემდეგი გაკვეთილი დავგეგმო მოსწავლეთა საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე
|
კითხვა-პასუხი
|
·
საერთო საკლასო
·
ინდივიდუალური
|
·
შეფასების რუბრიკები
·
Google-ის
ფორმები,
საერთო საქაღალდეში დევს ანონიმური გამოკითხვისათვის საჭირო ბმული, რომელსაც
მოსწავლეები ავსებენ
·
პროექტორი
|
3
|
6
|
აქტივობა
- საშინაო დავალება აქტივობის
მიზანი: გაიხსენონ ტექსტურ რედაქტორში ფერები, საზღვრები, ზომები და დაფორმატების სხვა ელემენტები
აქტივობის აღწერა:
მომდევნო გაკვეთილისათვის, თემაზე „სარჩევი ტექსტურ რედაქტორში“, სამუშაოდ, რათა დაამზადონ შესაბამისი დიზაინის ფაილი.
|
დამოუკიდებელი
|
ინდივიდუალური
|
წიგნები,
ინტერნეტი
|
2
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·
ტექსტური რედაქტორის
ფუნქციების გააზრებას
·
ტექსტებში სქოლიოს დამზადებას
·
ტექსტში ამოიცნონ მათთვის გაუგებარი სიტყვები
·
ინტერნეტის ეფექტურ გამოყენებას გარკვეული მიზნის მისაღწევად
·
ინფორმაციის მოძიებას, დამოუშვებას და შენახვას
·
დამოუკიდებლად კვლევის უნარს დახვეწას
·
საგანთაშორის კავშირების დადებითი ეფექტის შეფასებას
Комментариев нет:
Отправить комментарий