ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ისტ-ში
საინფორმაციო ფურცლის დამზადება
საინფორმაციო ფურცლის დამზადება
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
|
მაია ბოჭორიშვილი
|
საგანი
|
ისტ/ქართული
ენა და ლიტერატურა
|
კლასი
|
მეხუთე
|
საფეხური
|
დაწყებითი საფეხური
|
დრო
|
45 წთ
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
17 მოსწავლე;
სსსმ არ არის
|
თემა
|
ტექსტურ რედაქტორში
საინფორმაციო ფურცლის „მოვუაროთ და დავიცვათ ოთხფეხა მეგობრები“ დამზადება.
|
გაკვეთილის
ტიპი
|
ინტეგრირებული
|
გაკვეთილის
აქტუალობა
|
გაკვეთილის
თემის განხილვა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
·
ელექტრონული რესურსის პარამეტრების გააზრებას
·
საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას.
·
შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას
·
ოთხფეხა მეგობრების მოვლას, პატრონობას და პასუხისმგებლობას
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეები:
|
ესგ სტანდარტი
|
მიმართულება: ისტ-ის რესურსების შექმნა
ის ტექნ. V.3.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
გაიაზრებს
ციფრული მასალის სტრუქტურას;
·
ახდენს
ტექსტური და გრაფიკული მასალის კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას;
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის
ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მონაცემთა
და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.
·
მუშაობის პროცესში რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას
პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით
მიმართულება:
კითხვა
ქარ. V. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათ ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების
საწყისი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ქმნის სხვადასხვა
სახის მიზნობრივ ტექსტებს ელექტრონულ ფორმატში, და სათანადოდ აფორმებს მას.
·
აკვირდება და აფასებს
თანატოლის მიერ შექმნილ მიზნობრივ ტექსტს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად უწყობს ხელს
ტექსტის სტრუქტურა მისი შინაარსის აღქმას.
|
საჭირო წინარე ცოდნა
|
·
MS Word-ის ახალი დოკუმენტის გახსნა
·
ტექსტის გაფორმება (Home – Font “Font,
Unicode, Size, Colors”)
·
აბზაცები (Home
– Paragraph “Align, Bullets, borders and Shading)
·
სიმბოლოების, ფიგურების და სურათების ჩასმა (Insert – Illustrations “Picture, Shapes,
Clip Art '')
·
დოკუმენტის შენახვა (File – Save, save as)
·
ინტერნეტიდან სურათის გადმოწერა (ბრაუზერი Google chrome, picture, save image as)
·
არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“
|
რესურსები და
სასწავლო მასალა
|
·
სახელმძღვანელო:
1.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - ნ. ჯამასპაშვილი;
გამომცემლობა - დიოგენე
2. ქართული
ლიტერატურა - ნ.გორდელაძე, თ. კუხიანიძე; გამომცემლობა - ბაკურ სულაკაური
·
კომპიუტერული
ლაბორატორია - 13 კომპიუტერი,
·
პროექტორი
სადემონსტრაციოდ
·
წინარე
ცოდნის გააქტიურებისათვის საპრეზენტაციო პროგრამა
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი
შეფასება (შეფასების რუბრიკები)
განმავითარებელი
შეფასება
|
გაკვეთილის
მსვლელობა და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (2წთ)
·
შევამოწმებ მოსწავლეთა დასწრებას
·
კლასს გავაცნობ გაკვეთილის მიზნებს და შეფასების რუბრიკებს
I ფაზა - გამოწვევა
(10წთ)
აქტივობა 1 - წინარე ცოდნის გააქტიურება
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მეთოდი: კითხვა-პასუხი (საპრეზენტაციო პროგრამა)
საინფორმაციო
ბუკლეტის „მოვუაროთ და დავიცვათ ოთხფეხა მეგობრები“ დასამზადებლად გავიხსენებთ ტექსტური რედაქტორის
პროგრამას და მის ელემენტებს:
·
New
·
Home
– Font, paragraph
·
Insert
– Illustrations
·
Save
– Save, Save as
·
google
chrome- picture, save image as
საინფორმაციო
ფურცლის დამზადებისათვის მოსწავლეებს თემატურად
შევთავაზებ არჩილ სულაკაურის ნაწარმოებს „ბიჭი და ძაღლი“, რომელიც შესწავლილი აქვთ
ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე. ნაწარმოების გახსენების მიზნით კლასში დავსვამ შეკითხვებს:
·
რა განასხვავებს ბიჭს თავისი მეტოქეებისაგან?
·
რა უნდა იყოს მურა ნაგაზის გამარჯვების მიზეზი?
·
რა ასწავლა ბიჭს ნაგაზთან ურთიერთობამ?
·
რა მიგაჩნიათ ბიჭის ცხოვრების ყველაზე ნათელ, ოცნებით
აღსავსე ეპიზოდად?
·
თქვენ თუ გყავთ სახლში შინაური ცხოველები, მათ შორის
ძაღლი?
·
რას ფიქრობთ უპატრონო ცხოველების შესახებ და როგორ
დავიცვათ ისინი?
II ფაზა: შინაარსის რეალიზება (15წთ)
აქტივობა 2.
ბუკლეტის დამზადება
ორგანიზების ფორმა: წყვილები
მეთოდი: ტექსტურ რედაქტორში დამოუკიდებელი მუშაობა
წყვილებისათვის
მკაფიო ინსტრუქციების მიცემა.
·
ტექსტური რედაქტორის ახალი ფურცლის გახსნა (Start-All Programs-Microsoft
Office-Microsoft Office Word 2010)
·
ტექსტის შედგენა და კლავიატურიდან აკრეფა
·
ტექსტის რედაქტირება და დაფორმატება შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით (Home
– Font “Font, Unicode, Size, Colors”; Home – Paragraph “Align, Bullets,
borders and Shading”)
·
ტექსტში ილუსტრაციების ჩასმა (Insert – Illustrations “Picture, Shapes,
Clip Art '')
·
სურათის მოძიება ინტერნეტში, გადმოწერა და ტექსტში
ჩასმა. (google chrome- picture, save
image as)
·
სურათის დაფორმატება (Picture Tools-Format-Picture Stiles,
Position, Rotate, Crop)
აქტივობა 3. ნამუშევრების წარდგენა (პრეზენტაცია), (10წთ)
ორგანიზების ფორმა: წყვილები
ლოკალური ქსელის
საშუალებით წყვილები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. ისინი ისაუბრებენ:
·
თუ რატომ შეესაბამება შექმნილი ციფრული მასალა მათ
მიერ დასახულ მიზანს
·
რატომ გადმოცემს ტექსტის აკრეფა და ფორმატირება ამ
სახით, ყველაზე უკეთ მასალის შინაარსს;
·
ხდება თუ არა ილუსტრაციების და ტექსტური მასალის ადეკვატურად
ინტეგრირება;
·
როგორ გაავრცელებენ საინფორმაციო ფურცელს თემში ცხოველთა
დაცვის მიზნით
III ფაზა - რეფლექსია (6წთ)
აქტივობა 4. შექმნილი საინფორმაციო ფურცლის „მოვუაროთ
და დავიცვათ ოთხფეხა მეგობრები“ დაბეჭდვა მისი გავრცელების მიზნით (2წთ)
მოსწავლეთა
შეფასებას მოვახდენ წინასწარ შედგენილი რუბრიკების მიხედვით
·
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
·
წყვილებში მუშაობის შეფასება
გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლეები შეაფასებენ თავიანთ როლს
ოთხფეხა მეგობრების დაცვაში.
|
შეფასების რუბრიკები
საინფორმაციო
ბუკლეტის შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა).
ქულები
კრიტერიუმები
|
0,5
|
1
|
1,5
|
2
|
ტექსტის
ფორმატი და შინაარსის სრულყოფა
|
ტექსტის
ფორმატი ართულებს მასალის აღქმას და შინაარსი არ არის გამართული
|
ტექსტის
ფორმატი გააზრებულია, თუმცა ხელს არ უწყობს მასალის აღქმას და შინაარსი ნაწილობრივ
არის გამართული
|
ტექსტის
ფორმატი კარგადაა გააზრებული და ხელს უწყობს მასალის აღქმას, ხოლო შინაარსი გამართულია
|
ტექსტის
ფორმატი მრავალფეროვანია, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარსს.
|
გრაფიკული
ელემენტების იდენტურობა მიზანთან
|
გრაფიკული
ელემენტების დიდი ნაწილი არ არის მიმზიდველი და ხელს უშლის შინაარსის აღქმას.
|
გრაფიკული
ელემენტები მიმზიდველია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხელს არ უწყობს შესაბამისი შინაარსის
აღქმას.
|
გრაფიკული
ელემენტები მიმზიდველია და ხელს უწყობს შესაბამისი შინაარსის აღქმას.
|
გრაფიკული
ელემენტები კარგადაა შერჩეული, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარსს.
|
ორიგინალური
გადაწყვეტა
|
მასალა
არ არის ორიგინალური და არაადეკვატურადაა შერჩეული.
|
მასალა
არ არის ორიგინალური, თუმცა ადეკვატურადაა შერჩეული.
|
მასალის
უდიდესი ნაწილი ორიგინალურია და შეესაბამება თემატიკას.
|
მასალა
ძირითადად ორიგინალურია, მასში ჩანს შემოქმედებითობა.
|
ილუსტრაციების
და ტექსტური მასალის ინტეგრირება;
|
ილუსტრაციები
და ტექსტური მასალა არ არის ინტეგრირებული
|
ტექსტი
შეესაბამება თუმცა ილუსტრაია არ არის შესაბამისი
|
ტექსტი
და ილუსტრაცია შესაბამისია თუმცა არ არის ესთეტური
|
ტექსტის
და ილუსტრაციების შესაბამისობა დაცულია და ნაშრომი ესთეტურია
|
საინფორმაციო
ფურცლის მიზანთან შესაბამისობა
|
ნაშრომი
არ არის მიზანთან შესაბამისი და მისი გარეგნული დატვირთვაც არ შეესაბამება მიზანს
|
ნაშრომი
ნაწილობრივ არის მიზანთან შესაბამისი თუმცა მისი გარეგნული დატვირთვა შეესაბამება
მიზანს
|
ნაშრომი
არის მიზანთან შესაბამისი თუმცა მისი გარეგნული დატვირთვა ნაწილობრივ შეესაბამება
მიზანს
|
ნაშრომი
არის მიზანთან შესაბამისი და კარგად არის დაცულია მისი შინაარსობრივი დატვირთვა
|
წყვილებში მუშაობის
შეფასების რუბრიკა (მაქსიმალური ქულა 10)
კრიტერიუმები
|
შეფასება
|
წყვილის ორივე
წევრი ჩართულია
|
2
|
წყვილის წევრები
უსმენენ ერთმანეთს
|
2
|
წყვილი პრეზენტაციაზე
წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნას
|
2
|
წყვილი პასუხობს
შეკითხვებს
|
2
|
წყვილი იცავს
დროის ლიმიტს
|
2
|
რეფლექსია
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი როლი აქვს სწავლა-სწავლების პროცესში. ესგ-ს მიხედვით
ისტ-ის სწავლება ძირითადად მიმდინარეობს ინტეგრირებულად, ამიტომ მისი გამოყენება ძალიან
მნიშვნელოვანია საგანთა შორის ინტეგრირების დროს.
იგი მოსწავლეებს ეხმარება საუკეთესო შედეგების მიღწევაში. ისტ-ს აგრეთვე დიდი
როლი აქვს მოტივაციის ამაღლებაში და მისი საშუალებით შეგვიძლია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული.
2019 წლის 31 მაისს ჩავატარე
ინტეგრირებული გაკვეთილი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, მე-5 კლასში თემაზე „ტექსტურ რედაქტორში საინფორმაციო ფურცლის „მოვუაროთ
და დავიცვათ ოთხფეხა მეგობრები“ დამზადება“.
თემა ეხება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ისტ-ის გამოყენება რეალურ სამყაროში
წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას.
გაკვეთილის მიზანი
იყო ციფრული პროდუქტის შექმნა ტექსტური რედაქტორის
დახმარებით და მისი გამოყენება რეალური ვითარების
დროს, აგრეთვე ტექსტებთან მუშაობა და სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლება. გაკვეთილის მიზანი სრულად შეესაბამებოდა ესგ-ს, რადგან მე-5
კლასში მოსწავლეს უნდა შეეძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება, ციფრული მასალის შექმნა,
ტექსტის და ილუსტრაციის ესთეტური შერწყმა და ტექსტებზე გამართული მუშაობა.
გაკვეთილის დასაწყისში
შევამოწმე მოსწავლეთა დასწრება. შემდეგ მათ გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და წინასწარ შეთანხმებული
შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც თვალსაჩინოდ იყო გამოფენილი საკლასო ოთახში.
ამის შემდეგ დავიწყე
გაკვეთილის ძირითად ნაწილზე მუშაობა, რომლის ერთ-ერთი აქტივობა გულისხმობდა „წინარე
ცოდნის შემოწმებას“. წინარე ცოდნა შევამოწმე კითხვა-პასუხის მეთოდით. გამოვიყენე საპრეზენტაციო პროგრამა, რომელიც
მოთავსებული ბლოგზე და მოსწავლეებთან ერთად გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორის პროგრამის
ის მნიშვნელოვანი მენიუ და მათში მოთავსებული ბრძანებები, რომლებიც საჭირო იქნებოდა
გაკვეთილის მიზნის მისაღწევად. ასევე კითხვა-პასუხით მოსწავლეებს გავახსენე ქართული
ლიტერატურის გაკვეთილზე შესწავლილი ტექსტი - არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“. მოსწავლეებმა
გაიაზრეს საინფორმაციო ბუკლეტისათვის საჭირო ტექსტური და ვიზუალური მასალის შექმნისა
და მოპოვების გზები.
მომდევნო აქტივობა
უკვე შეეხებოდა მიზნის რეალიზებას, რაც გამოიხატებოდა
ციფრული დოკუმენტის დამზადებაში. კომპიუტერულ ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერთა რაოდენობა
საშუალებას აძლევდა მოსწავლეებს მიცემული დავალების შესასრულებლად ემუშავათ წყვილებში.
მუშაობის დაწყებამდე წყვილებს მივეცი მკაფიო მითითება, თუ რისთვის უნდა მიექციათ ყურადღება
ბუკლეტის დამზადების დროს და შევახსენე წყვილებში მუშაობის ინსტრუქცია. მუშაობის
პროცესზე დაკვირვებით გამოჩნდა , რომ მათი უმეტესობა მუშაობდა შეთანხმებულად, იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს და იცავდნენ
დროის ლიმიტს.
აქტივობისათვის
განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ ჩემი დაკვირვების და შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით
შევარჩიე საუკეთესო ნამუშევრები. შიდა ქსელისა
და პროექტორის საშუალებით მოვახდინე ამ ნამუშევრების
კლასისათვის წარდგენა. პრეზენტატორები სიამოვნებით საუბრობდნენ ბუკლეტის შექმნის შესახებ და თუ როგორ გაავრცელებდნენ
თემში. მათ სრულად აიღეს პასუხისმგებლობა თავიანთი შინაური ცხოველების დაცვაზე. საუკეთესო ნამუშევრები დავბეჭდეთ და გავმზადეთ გასავრცელებლად.
გაკვეთილის მიმდინარეობა შეესაბამებოდა გაკვეთილის გეგმას. არ გახდა საჭირო
მისი მოდიფიცირება. გამოყენებული აქტივობების საშუალებით სრულად მივაღწიე ესგ-ით გათვალიწინებულ
მიზანს. მოსწავლეებმა მაღალი დონის (ანალიზი და სინთეზი) სააზროვნო უნარ-ჩვევების გამოყენებით
სრულად მოახდინეს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა. მათ ძალიან მოეწონათ დაგეგმილი
აქტივობები.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურად
იყო ჩართული, მათ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჰქონდათ თვითგამოვლენის საშუალება,
თუმცა ზოგ წყვილში გამოიკვეთა დომინანტი მოსწავლეები და იშვიათად მაგრამ დაჭირდათ წყვილებში
მუშაობის ინსტრუქციის შეხსენება.
გაკვეთილის ბოლოს
გამოვიყენე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,
რომ ჩატარებულმა გაკვეთილმა დამარწმუნა, წყვილებში მუშაობის ეფექტური მართვისათვის
მნიშვნელოვანია ინსტრუქციების კარგად გააზრება და ხშირი შეხსენება მოსწავლეებისათვის,
რათა შეუქცევადი პროცესი გახდეს მისი დაცვა.
ვეცდები მომავალში
ისევ ჩავატარო სამოდელო გაკვეთილები, რათა კოლეგებმა უკეთ დაინახონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია
მათი საგნის ისტ-თან ინტეგრაცია მოსწავლეთა
შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
მაია ბოჭორიშვილი
05.06.2019წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий