Страницы

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება

ორგანიზატორი მასწავლებლის ხელმოწერა -------------------------------------------- /. ბოჭორიშვილი/

პირველი დღე  
თემა - რა არის ბლოგი; როგორ გამოვიყენო google-ის ინსტრუმენტები
მიზანი:
      1.      google+-ის ინსტრუმენტების აღწერა
      2.      ბლოგის შექმნის და გამოყენების მიზანი
      3.      ელეფტრონული ფოსტის (უკვე არსებულის)  გააქტიურება
      4.      Google-ის ანგარიშის გამოყენება ბლოგის შესაქმნელად
      5.      საკუთარი ბლოგის შექმნა
რეფლექსია - ჯგუფში მუშაობის დაწყებამდე განვიხილეთ რა მოლოდინები გვქონდა ამ სამუშაო შეხვედრების განმავლობაში; როგორ გამოვიყენებდი ჩემს კარიერული წინსვლისათვის




მეორე დღე
თემა - ბლოგზე ინფორმაციის განთავსება; პოსტი
მიზანი:
     1.      ბლოგის ინტერფეისის მიმოხილვა
     2.      ბლოგის დასახელება
     3.      უნიკალური მისამართი
     4.      დიზაინის შეცვლა
     5.      რა შეიძლება განვათავსოთ ბლოგზე
რეფლექსია
სურათის დადება https://www.slideshare.net/xmekokishvili/ss-9177893

Youube-დან მასალები  https://www.youtube.com/watch?v=_I3IPv6kHA0&t=332s


მესამე დღე
თემა - ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის გამოქვეყნება და გაჯეტები
მიზანი:
     1.      პოსტის გამოქვეყნების ინსტრუმენტების განხილვა და გამოყენება
     2.      გამოქვეყნებული პოსტის დათვალიერება, რედაქტირება
     3.      კომენტარის გაკეთბა და პოსტის google-ში მოძებნა




რეფლექსია
სამუშაო შეხვედრის თემა: ბლოგის შექმნა
შეხვედრის ორგანიზატორი: მაია ბოჭორიშვილი
შეხვედრის ჩატარების თარიღები: 09, 12, 16 ოქტომბერი 2017 წელი
შეხვედრის მიზანი:
·         Google-ის ანგარიშების გაცნობა
·         ელექტრონული ფოსტის შექმნა
·         საკუთარი ბლოგის შექმნა
·         ბლოგის ინტერფეისის მიმოხილვა
·         ბლოგის დასახელება, უნიკალური მისამართი და დიზაინი
·         ბლოგზე მასალების ატვირთვა
·         პოსტის გამოქვეყნების ინსტრუმენტები
·         გამოქვეყნებული პოსტის კომენტირება
·         გაჯეტების დამატება
სასწავლო პროცესში სწავლების  თანამედროვე მეთოდების გამოყენებისა და გაზიარების საჭიროებამ მასწავლებლებს დაანახა, სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ჩართულობის აუცილებლობა. სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა მასწავლებელთა თანამშრომლობა. გლობალური ქსელის არსებობამ კიდევ უფრო გააადვილა ურთიერთთანამშრომლობა. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და მასწავლებელთა თხოვნით გადავწყვიტე დამეგეგმა და ჩამეტარებინა სამუშაო შეხვედრა ჩემს კოლეგებთან. ინტერნეტ სივრცეში პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების მიზნით გადავწყვიტეთ სამუშაო შეხვედრაზე შეგვესწავლა ბლოგის შექმნისა და გამოქვეყნების ინსტრუმენტები.
ამისათვის შევადგინე სამი სამუშაო შეხვედრის გეგმა. გეგმის შედგენისას გამოვიყენე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სატრენინგო მასალები და სახელმძღვანელოები. ასევე გამოვიყენე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წისვლის სქემის გზამკვლევი, შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები. მასწავლებლებთან შევათანხმე  სამუშაო შეხვედრის დრო  და დავიწყეთ მუშაობა.
2017 წლის 09/10/2017 წელს  ჩავატარე პირველ სამუშაო შეხვედრა, რომელზეც  შეხვედრის მონაწილეებს მინი ლექციის სახით  შევახსენე რა არის ინტერნეტი, ბრაუზერი, როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა, რა პრიორიტეტები გააჩნია Google chrome-ის ბრაუზერს და გავეცანით Google-ს ანგარიშებს. პრაქტიკული მუშაობის საშუალებით გავიხსენეთ: როგორ გამოვიყენოთ სამისამართო ველი; ინფორმაციის მოძიების ხერხები; გავააქტიურეთ და მოვმართეთ ინსტრუმენტები.  ვისაუბრეთ თუ როგორ უწყობს ხელს ბლოგი მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და კოლეგებს შორის თანამშრომლობით დამოკიდებულებას. დავათვალიერეთ  სხვა  პედაგოგების ბლოგები და მათზე განთავსებული ინფორმაციები, ვისაუბრეთ ინტერნეტში განთავსებული მასალებთან წვდომის ეთიკურ მოხმარებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. თითოეულმა მონაწილისათვის  გავხსენით ელექტრონული ფოსტა, ვისაც ჰქონდა მათ გააქტიურეს და ბლოგის აპის საშუალებით გავხდით ბლოგერები. მასწავლებელთა ნაწილმა, რომლებმაც გაიარეს მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული ტრენინგი „პროექტებით სწავლება“, გაააქტიურეს უკვე შექმნილი ელექტრონული ფოსა და ბლოგი. განვიხილეთ ბლოგში მუშაობისათვის საჭირო Google-ის (დრაივის, თარგმნის, კალენდრის) აპები. გავარჩიეთ ამ აპების შესაძლებლობები, თუ როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკულად ბლოგში უკეთ მუშაობისათვის. ვისაუბრეთ თითოეული აპის დადებით მხარეზე
პირველი სამუშაო შეხვედრა საკმაოდ შრომატევადი და ინფორმაციული იყო.  ჯგუფის წევრებს შევთავაზე ინტერნეტში დამოუკიდებლად მოეძებნათ და დაეთვალიერებინათ მათი კოლეგების ბლოგები, ყურადღებით გაცნობოდნენ ბლოგებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსსა და დიზაინს.  შევთანხმდით, მონაწილეებს მომდევნო სამუშაო შეხვედრისთვის გაეკეთებინათ მათ საგანთან დაკავშირებით ბლოგზე გამოსაქვეყნებელი სამუშაოს მოკლე მონახაზი.
2017 წლის 12 ოქტომბერს ჩავატარე მეორე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა დავიწყე დავალების მოკლე მიმოხილვით. კოლეგებმა ისაუბრეს მოძიებული ბლოგების და მათზე განთავსებული ინფორმაციების შინაარსობრივ და ვიზუალურ მხარეებზე. მათ ელექტრონულად word-ის ფაილის სახით წარმოადგინეს ის საკითხები, რომლის  განთავსებაც სურდათ ბლოგზე. ამის შემდეგ თითოეულმა მონაწილემ გახსნა თავის ბლოგი და ლექციის სახით გავეცანით ბლოგის ინტერფეისის ჩანართებს (pages, posts, theme, layout, settings). დამოუკიდებლად შეარჩიეს ბლოგის სახელწოდება. ვისაუბრეთ, რომ სახელწოდების შერჩევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასახელების საძიებო სიტყვის თემასთან შესაბამისობას. მივანიჭეთ ბლოგს უნიკალური სახელი, რომლის მეშვეობითაც შემდეგში ინტერნეტ სივრცეში განთავსდება ჩვენი ბლოგი. გავეცანით და პრაქტიკულად გამოვიყენეთ (Create new blog, blogs title, address, theme) ბლოგის შექმნის, (fonts, format, color, link, images, video, alligment, bullet) ინფორმაციის განთავსების  ინსტრუმენტები.
რადგან მასწავლებელთა უმეტესობა ელექტრონული რესურსს ქმნის საპრეზენტაციო პროგრამაში, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, განვიხილეთ როგორ უნდა განვათავსოთ პრეზენტაცია ბლოგზე. აგრეთვე  პრაქტიკულად განვახორციელეთ youtube.com საიტიდან ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალების გადმოწერა და ბლოგზე განთავსება. მეცადინეობაზე გადავწყვიტეთ მონაწილეებს დამოუკიდებლად მოძებნა მათთვის საჭირო თემასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტო მასალა და შემდეგი გაკვეთილისათვის ელექტრონული სახით წარმოდგენა. შევთანხმდით მესამე შეხვედრა გაგვემართა 16 ოქტომბერს.
მესამე სამუშაო შეხვედრა, როგორც ეს დაგეგმილი გვქონდა ჩავატარეთ 2017 წლის 16 ოქტომბერს.  შეხვედრის მიზანი იყო შექმნილი პოსტის გამოქვეყნება და კომენტარების გაკეთება,  ბლოგზე გაჯეტების დამატება. უკუკავშირისათვის Google docx-ში მოვამზადე სამუშაო შეხვედრის ეფექტურობასთან დაკავშირებული მონაწილეთა გამოკითხვის ტესტი, რომელიც თითოეულ მონაწილეს გადაეგზავნა  ელექტრონულ ფოსტაზე.
შეხვედრაზე განვიხილეთ პოსტის გადახედვის, შენახვის და გამოქვეყნების (preview, save, publish) ინსტრუმენტები. მასწავლებლებმა წინა ორ შეხვედრაზე შექმნილ პოსტში შეიტანეს ცვლილებები მათი შეხედულებებიდან გამომდინარე, მოახდინეს დიზაინის მორგება, წინასწარი ხედვის რეჟიმში ბლოგის დათვალიერება და გამოქვეყნება. გამოქვეყნების შემდეგ მასწავლებლებმა Google-ში დაათვალიერეს სამუშაო შეხვედრის მონაწილე კოლეგების მიერ შექმნილი ბლოგები და გააკეთეს მოკლე კომენტირება. ამის შემდეგ გახსნეს ელექტრონული ფოსტა და შემოსულ წერილებში შეავსეს უკუკავშირისათვის განკუთვნილი ბმული. ტესტი შეტანილი  იყო შემდეგი კითხვები:
·         რატომ გსურდათ ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა?
·         ნათლად იყო თუ არა შეხვედრის მიზნები ჩამოყალიბებული?
·         როგორ შეესაბამებოდა განხილული საკითხები ჯგუფის სამუშაო შეხვედის მიზანს?
·         როგორ შეძლებ პრაქტიკაში გამოიყენო შეხვედრებზე მიღებული ცოდნა?
·         იყო თუ არა სამუშაო გარემო ეფექტური და უსაფრთხო?
·         გამართლდა თუ არა შენი მოლოდინი შეხვედრების დროს მიღებული გამოცდილების შედეგად?
უკუკავშირის ტესტების განხილვის შედეგად  მოვახდინე ტრენინგის ეფექტურობის ანალიზი. 
ტესტირებამ აჩვენა, რომ შეხვედრამ სრულად გაამართლა მონაწილეთა მოლოდინები, ორგანიზატორი მასწავლებელი სრულყოფილად ფლობს განხილულ საკითხს, შეუძლია დროის ეფექტურად განაწილება და მართვა. შეხვედრაზე გამოყენებული აქტივობები ხელს უწყობს დასახული მიზნის მიღწევას;
ვფიქრობ, რომ შეხვედრის  მიზნებიდან გამოდინარე მაქსიმალურად მივაღწიე შედეგს, რადგან მასწავლებლებმა ყველა განხილული საკითხი ჩათვალეს მნიშვნელოვნად. ამასთან განსახილველი საკითხები შევეცადე ისე დამეგეგმა, რომ პრაქტიკული მუშაობით ყოფილიყო შესაძლებელი მათი შესრულება.
მონაწილეთა უკუკავშირმა დამანახა, რომ კოლეგებს ისევ აქვთ სურვილი სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობისა და მათ უნდათ შეხვედრა ჩატარდეს ელექტრონული რესურსების შექმნასთან დაკავშირებით.
პირადად მე ამ შეხვედრამ დამანახა, რომ ნამდვილად საჭიროა ასეთი შეხვედრების ჩატარება, ერთმანეთისათვის იდეების, მოსაზრებების გაზიარება, ის ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობითი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.
მართალია შევეცადე  საკითხევი ამომწურავად განმეხილა, თუმცა კიდევ არის საკითხები, რომლებიც ასე ერთბაშად ვერ მოგვარდება და ესაჭიროება ეტაპობრივი და სისტემატიური მუშაობა.
ვფიქრობ, ჩატარებული შეხვედრის ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მასწავლებელთა მოტივირება და დაგეგმილ აქტივობებში მაქსიმალური ჩართვა. შეხვედრის შედეგად შეიქმნა მასწავლებელთა თანამშრომლობის ახალი პროდუქტი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სწავლების თანამედროვე მეთოდების მრავალფეროვნებისათვის. სუსტ მხარედ მიმაჩნია საბაზისო ცოდნის ნაკლებობა და მისი გააქტიურებისათვის დროის დანახარჯი. მომდევნო მსგავსი შეხვედრების დროს უფრო მეტად გავითვალიწინებ მასწავლებელთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს 

მაია ბოჭორიშვილი





3 комментария:

  1. kargi iniciativaa. saswavlo garemos blogze ganTavsebuli informaciebi ufro mimzidvels xdis

    ОтветитьУдалить
  2. წავიღებ თქვენი ნებართვით. წინასწარ გიხდით მადლობას

    ОтветитьУдалить
  3. youtube-ზე უამრავი მასალაა ბლოგებთან სამუშაოდ.

    ОтветитьУдалить