Страницы

კომენტარები ტექსტურ რედაქტორში


გაკვეთილის თემა:  კომენტარები ტექსტურ რედაქტორში   
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტურ რედაქტორში ტექსტებთან მუშაობის ძირითადი ფუნქციებს (კერძოდ კომენტარების) და პრინციპებს. ისწავლიან საძიებო სისტემებთან ეფექტურ მოშაობას. გაიუმჯობესებენ კრიტიკულ და   თანამშრომლობით უნარებს.
გაკვეთილის თემის და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:   გაკვეთილის მიზანი შესაბამისობაშია მისაღწევ შედეგებთან საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.
·      ის.ტექნ.დაწყ.2. ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს
·   ის.ტექნ.დაწყ.2. აცნობიერებს პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას და მის ფუნქციებს. ეფექტურად იყენებს ტექსტური რედაქტორის ძირითად ფუნქციებს.
·   ის.ტექნ.დაწყ.3. ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების შერჩევა და გამოყენება
თემატურად გაკვეთილის გეგმა შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებაში)
დრო (წთ)
1
 აქტივობა
საორგანიზაციო მხარე და თემის გაცნობა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობის აღწერა:  გაკვეთილი იწყება მოსწავლეებთან მისალმებით და დასწრების აღრიცხვით. გაკვეთილის დასაწყისში კლასი გაეცნობა ახალი გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა და შეფასების ფორმებს. ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს მობილიზებაში და შეძლებენ თავად შეაფასონ თავიანთი პასუხები
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
პრეზენტაცია Power Point
პრეზენტაცია დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის  უკეთ აღქმაში და გააზრებაში და ყურადღების კონცენტრირებაში.
2წთ
2



აქტივობა
წინარე ცოდნის გააქტიურება
კოგნიტური სქემის დახმარებით - „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა შემზადება ახალი მასალის ასათვისებლად.
 აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურება იწყება ფლიპჩარტზე განთავსებული კოგნიტური სქემის „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ შევსებით. მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში ავსებენ სქემის პირველ და მეორე სვეტს - რა იციან კომენტარების შესახებ და უნდათ რომ იცოდნენ ტექსტურ რედაქტორში კომენტარების შესახებ. პასუხობენ სლაიდზე დატანილ კითხვებს, რომლებშიც მოცემულია ისტ-ის გაკვეთილებზე განვლილი მასალა. გაიხსენებენ: რისთვის გამოიყენება ტექსტური რედაქტორი, Word-ის მენიუს, შრიფტების, პარაგრაფების ჩანართებს.
კითხვა -პასუხი

მთელ კლასთან
·    ფლიფჩარტი.
·    მარკერი
·    პრეზენტაცია
Power Point-ში.
სლაიდები და ფლიფჩარტზე მოთავსებული კოგნიტური სქემა დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის  უკეთ აღქმაში . გაზრდის  სწავლის ეფექტურობას. პრეზენტაციის ვიზუალური მხარე მოსწავლეებს გახდის უფრო მობილიზებულებს .
პროექტორი
5 წთ
3



აქტივობა: ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია ტექსტური რედაქტორის შესაძლებლობების სიღრმისეული  შესწავლა და მისი ეფექტური და მიზნობრივი გამოყენება
აქტივობის აღწერა: აქტივობა იწყება სიტუაციური ამოცანით, სადაც საუბარია კომენტარების შესახებ. საპრეზენტაციო პროგრამის შესაბამის სალაიდზე მოთავსებულია კომენტარებისთვის განკუთვნილი ჩანართის ახალი ბრძანებების ქართული თარგმანები, რომელსაც მოსწავლეები იწერენ რვეულში. ასევე ხატოვნადაა მოცემული word-ის ფანჯარაში Review მენიუს comments ჩანართის New Comment ბრძანების ადგილი მენიუს ზოლში
·   ვერბალური ახსნა
·   ჩანაწერების გაკეთება
საერთო საკლასო
·    პრეზენტაცია
·    ისტ-ის რვეული
ეფექტური პრეზენტაცია და კარგად გაკეთბული ჩანაწერები ხელს უწყობს ახალი მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას
·   პროექტორი
10
4



აქტივობა:  საკლასო სამუშაო
აქტივობის მიზანი: ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა, შეისწავლონ ტექსტის რედაქტირება,  ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და გაიუმჯობესონ კომპიუტერული მარტივი ჩვევები, როგორიცაა: cut, copy, paste ბრძანებები.
აქტივობის აღწერა: წყვილებისათვის განკუთვნილ კომპიუტერის საერთო საქაღალდეში მასწავლებლის მიერ წინასწარ მოთავსებულია  მათთვის ნაცნობი ტექსტი ჩვენი საქართველოს სახელმძღვანელოდან, სადაც სამი ფაქტობრივი და ორი ორთოგრაფიული შეცდომაა. მათი დავალებაა იპოვონ და კომენტარში მიუთითონ სწორი ფორმა. არცოდნის შემთხვევაში გლობალურ ქსელში უნდა მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და გადაამოწონ მისი სანდოობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.
თანამშრომლობითი
წყვილები
·   კომპიუტერი.
·   წინასწარ მომზადებული მასალა ტექსტურ რედაქტორში, რათა თავიდან ავიცილოთ დროის დანაკარგი.
·   ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად
23
5
აქტივობა: უკუკავშირი - შეფასება აქტივობის მიზანი: ეფექტური და ობიექტური განმავითარებელი და განმსაზღვრელი უკუკავშირის გამოყენება მოტივაციას ამაღლებისათვის და თვითგანვითარებისათვის
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები შეფასდებიან როგორც საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის -  განმავითარებელი, ისე წყვილებში მუშაობის -  განმსაზღვრელი შეფასებით. შევავსებთ კოგნიტური სქემის დარჩენილ სვეტებს და Google-ის ფორმებში წინასწარ მომზადებულ ანონიმური გამოკითხვის ფორმას, რომელიც საშუალებას მომცემს შემდეგი გაკვეთილი დავგეგმო მოსწავლეთა საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე
კითხვა-პასუხი
·      საერთო საკლასო
·      ინდივიდუალური
·      შეფასების რუბრიკები
·      Google-ის ფორმები,
საერთო საქაღალდეში დევს ანონიმური გამოკითხვისათვის საჭირო ბმული, რომელსაც მოსწავლეები ავსებენ
·      პროექტორი
3
6
აქტივობა - საშინაო დავალება  აქტივობის მიზანი: ინფორმაციის მოძიება  ლექსიკონების შესახებ
აქტივობის აღწერა: მომდევნო გაკვეთილისათვის, თემაზე „სქოლიო“, სამუშაოდ
დამოუკიდებელი
ინდივიდუალური

წიგნები, ინტერნეტი
2

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწალეები შეძლებენ:
·         ტექსტური რედაქტორის ახალი ფუნქციის პრაქტიკულ გამოყენებას
·         ტექსტური რედაქტორის დანიშნულებას უკეთ გააზრებას
·         კლავიატურის აფექტურად გამოყენებას
·         განვლილი მასალის შესახებ ცოდნის გამყარებას
·         ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას
·         ინფორმაციის სანდოობის გადამოწმებას
·         კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებას
·         საშინაო დავალების დამოუკიდებლად  შესრულებას

შეფასება:
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

შედეგები
კრიტერუმები
სუსტი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
აქტიური მონაწილეობა
არ მონაწილეობს გაკვეთილების პროცესში
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება
აქტიურია, კონსტრუქციული და პროდუქტული
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს სახუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი
კონცეტრირდება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებული სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვის აზრს, აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვის აზრს, ან უსმენს მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები
უსმენს სხვის აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
ყურადღების ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია

წყვილებში  მუშაობის შეფასების რუბრიკა (მაქსიმალური ქულა 10)

კრიტერიუმები
ნაწილობრივ
სრულად
წყვილის ორივე წევრი ჩართულია
1
2
წყვილის წევრები უსმენენ ერთმანეთს
1
2
წყვილი ამოიცნობს  მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნას
1
2
წყვილი პასუხობს შეკითხვებს
1
2
წყვილი იცავს დროის ლიმიტს
1
2
 

Комментариев нет:

Отправить комментарий