რეფლექსია
კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად გამოჩნდა,
რომ მოსწავლეებში ისტ-ის ჩართულობამ მეტწილად გააუმჯობესა წაკითხულის გაგება-გააზრების
უნარი. ამის შემდეგ გადავწყვიტე კვლევის შედეგები გამეზიარებინა მეხუთე კლასში
შემსვლელი და პრაქტიკის კვლევაში მონაწილე ჩემი სკოლის სხვა მასწავლებლებისათვის. მასწავლებლებს წინასწარ
დავურიგე კვლევა გამოკითხვის ანკეტა (დანართი N8) მატერიალური სახით და ვთხოვე შემდეგი
შეხვედრისათვის გაცნობოდნენ კვლევას და შედეგებზე დაყრდნობით შეევსოთ ანკეტა.
შეხვედრაზე გავაკეთე ნაშრომის პრეზენტაცია. დაწვრილებით აღვწერე კვლევაში
განხორციელებული აქტივობები: მიზნის
აქტუალურობა, სამიზნე ჯგუფები, მონაცემთა შეგროვების ხერხები, მონაცემთა ანალიზი,
ინტერვენციის შედეგები.
პრეზენტაციაში
მონაწილე მასწავლებლები კვლევის შედეგების გათვალიწინებით ფიქრობენ, რომ ისტ-ის
ჩართულობამ ქართული ენის საგაკვეთილო პროცესში დადებით შედეგი გამოიღო. მეორე
სემესტრის ბოლოსთვის მოსწავლეებს მათ საგანშიც გაუუმჯობესდათ წაკითხულის გააზრების
უნარი. ისინი ფიქრობენ, რომ მომავალი წლიდან აქტიურად ითანამშრომლებენ ისტ-ის
მასწავლებელთან, რათა საგაკვეთილო პროცესში გაზარდონ ისტ-ის ჩართულობა. ხშირად შეთავაზონ მოსწავლეებს
ციფრული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკლასო თუ საშინაო დავალებები. ამ კვლევის
შედეგად კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რა დიდი როლი აკისრია თანამშრომლობით
ურთიერთობებს მასწავლებელთა შორის. კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთი თანამშრომლობა
ყოველთვის ეფექტური და მოსწავლის შედეგზე
ორიენტირებული იქნება.
ვფიქრობ, რაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ მასწავლებლები ისტ-ის
მასწავლებელთან მით უფრო საინტერესო გახდება ისტ-ის გაკვეთილები და უფრო
გამდიდრდება იგი პრაქტიკული დავალებებით.
შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლები ფიქრობენ,
რომ 21-ე საუკუნეში საგაკვეთილო პროცესში სასურველი კი არა, აუცილებელია
ტექნოლოგიების ჩართვა. მათ
სურვილია მომავალში დაგეგმონ ტრენინგები კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და ახალი პროგრამების
შესწავლის მიზნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий