https://drive.google.com/file/d/1Fc7N0Ve6acQ0LjJiXo7TL9O4QRmWoBrW/view?usp=sharing
მსოფლიოს უდიდესი მიღწევა - გლობალური აბლაბუდა ქსელი WWW - ინტერნეტი, სულ უფრო მოთხოვნადია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. უკვე წარმოუდგენელიც კი ხდება მის გარეშე დინამიურ და მობილურ გარემოში ცხოვრება.
თანამედროვე ადამიანის გამოწვევა სულ მალე ჩვენს ქვეყანაში გახდება დაპროგრამების ენების ცოდნა, რადგან ვიყოთ პროგრამების არამარტო მომხმარებელნი, არამედ შემქმნელნი. სულ უფრო მზარდი ხდება მოთხოვნები პროგრამისტებსა და ვებ დიზაინის შემქმნელებზე.
ესგ-ს მიხედვით საინფორმაციო ტექნოლოგიებში მეექვსე კლასის პროგრამაში მცირე ადგილი უკავია დაპროგრამების ენა HTML-ს.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
მიმართულება: რესურსის შექმნა.
პრეზენტაციაში ნათლად არის ჩამოყალიბებული:
- რა არის HTML ენა და მისი შემადგენელი ნაწილები
- HTML ენის ბრძანებები, ანუ ტეგები
- ტეგის ატრუბუტები
- როგორ შევქმნათ საკუთარი ვებ-გვერდი
ჩემს მიერ შექმნილი რესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მხრიდან დაპროგრამების ენების სტრუქტურისა და დანიშნულების აღქმას, შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას და ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას.
აღნიშნული პრეზენტაცია განკუთვნილია ისტ-ის მასწავლებლებისთვის, რათა უკეთ გააცნონ თავიანთ მოსწავლეებს დაპროგრამების ენების თავისებურებები, მისცენ მიმართულება და რჩევები მათი უკეთ შესწავლის მიზნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий